Preloader Image

ჩემს შესახებ

გამარჯობა მე გიორგი ვარ, ახლო მეგობრები “იზი”-ს (EZ, Easy, მარტივ-ს) მეძახიან, რადგან ხშირად დასმულ შეკითხვაზე, “გიორგი ამის გაკეთებას შეძლებ?” – მუდმივი პასუხია : “კი რა უნდა, იზიიი”

თამამად შემიძლია ჩემს თავს “მულტიპოტენციალიტი” ვუწოდო, ადამიანი რომელსაც 1 კონრეტული მიმართულება არ აქვს და სურს ისწავლოს და აითვისოს ყველაფერი რაც მოსწონს და აქვს სწავლის მონდომება
ჩემი პირველი ინტერესი გრაფიკული დიზაინი იყო, შემდეგი ვებ დეველოპმენტი ნელ-ნელა ვიდეო ედითინგითა და აუდიო მანიპულაციებით დავინტერესედი, წლების მანძილზე დავაგროვე ცოდნა სხვადახვა მიმართულებებით. ისწავლე, გამოიყენე გადადი ახლის სწავლაზე – ამ პრინციპით ვცხოვრობდი და ახლაც ვაგრძელებ.

დროა სხვადასხვა სფეროებში დაგროვებული ცოდნა საქმეში გამოვიყენო, მივეხმარო მას ვისაც ჭირდება და ამით მატერიალური მიზნებიც დავიკმაყოფილო.

შეგიძლია გადახედო სერვისების გვერდს და შეარჩიო რაც გსურს, თუ ვერ იპოვი იმას რასაც ეძებ გულს ნუ გაიტეხ, მომწერე შენი იედა, თუ შევძლებ შენს დახმარებას აუცილებლად გიპასუხებ – “ჰმ, იზიი.. მაგას რა უნდა”